Перейти к основному содержанию
AkademIndex

Продукты

Для разработчиков

AkademBaseОткрытый API экосистемы
Статья

სამცხე-ჯავახეთის ეთნობოტანიკა

Rainer W. BussmannIlia State University Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden Department of Ethnobotany 1 Botanical Str. 0105 Tbilisi GeorgiaNarel Y. Paniagua-ZambranaShalva Sikharulidzeბოტანიკის ინსტიტუტი და ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, ილიას საუნივერსიტეტი;Zaal Kikvidzeბოტანიკის ინსტიტუტი და ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, ილიას საუნივერსიტეტი;David KikodzeDavid ChelidzeKetevan Batsatsashviliბოტანიკის ინსტიტუტი და ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, ილიას საუნივერსიტეტი;Robbie Hartუილიამ ბრაუნის ცენტრი, მისურის ბოტანიკური ბაღი (William L. Brown Center, Missouri Botanical Garden, P.O. Box 299, St. Louis, Missouri 63166-0299, USA
2020ka
ABI

Аннотация

აბსტრაქტიდღევანდელი სამცხე-ჯავახეთი მოიცავს ისტორიულ მესხეთს, ჯავახეთსა და თორს. ადგილობრივი მოსახლეობა შედგება როგორც ქართველებისგან, ისე, მნიშვნელოვანწილად, სომხებისა და სხვა ეთნოსებისგან. ჩვენ შევისწავლეთ მცენარეების ტრადიციული გამოყენება სამცხე-ჯავახეთში შემდეგი ჰიპოთეზების შესამოწმებლად: (1) მცენარეების გამოყენების ცოდნა მეტადაა შემორჩენილი მაღალთის იზოლირებულ სოფლებში და (2) ბაღ-ბოსტნები უფრო ბარშია გავრცელებული. საველე სამუშაოები ჩატარდა 2013-2014 წწ. ივლის-აგვისტოში და 2015 წ. სექტემბერ-ოქტომბერში, ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარების გამოყენებით. გამოკითხულებმა დაასახელეს 261 სახეობა, რომლებიც ეკუთვნიან 161 გვარსა და 70 ოჯახს, მათგან 160 სახეობა მხოლოდ ველურად მზარდია, 81 საკარმიდამო ბოსტნებში მოყავთ, ხოლო 20 მოყავთ კიდეც და ტყეშიც აგროვებენ. სახეობათა უმრავლესობა და მათი გამოყენება ერთნაირი იყო რეგიონში, თუმცა ზოგი სახეობა მხოლოდ ბარის სოფლებში ჩავიწერეთ, რაც ამ სოფლებში უფრო ნაირგვარი სახეობების შეგროვებისა და მოყვანის შესაძლებლობას აჩვენებს. სოფლის სიმაღლე ზღვის დონიდან კარგად ხსნიდა მცენარეთა და მათი გამოყენების ორდინაციულ სივრცეებს. ასევე კარგად ხსნიდა ამ სივრცეებში გამოკითხულთა განლაგებას სოფლის იდენტობაც. მინაწილეთა ასაკი მცენარეთა ორდინაციული სივრცეზე ახდენდა გავლენას, ხოლო მონაწილეთა სქესი არ იყო მნიშვნელოვანი არც ერთი სივრცისთვის.გასაღები სიტყვები: კავკასია, მცენარეთა გამოყენება, ლინგვისტური ეთნობოტანიკა, ტრადიციული ცოდნა, პოსტ-საბჭოთა განვითარება

Перевод пока недоступен

Идентификаторы

Цитирования и источники

Цитирований: 4Использованных источников: 0